გადავწყვიტე რა შემექმნა პირადი პორტფოლიო, პირველი რაც გავაკეთე, დავიწყე ინფორმაციის შეგროვება მასწავლებლის პორტფოლიოს შესახებ. ძიების პროცესში უამრავ საინტერესო ინფორმაციასა თუ სტატიას გადავაწყდი, უფრო ღრმად ჩავწვდი მის მნიშვნელობას და მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით გამოვიტანე დასკვნა, რომ ყველა მასწავლებელმა აუცილებელია აწარმოოს პორტფოლიო, იქნება ეს ელექტრონული თუ ნებისმიერი სხვა ფორმით წარმოდგენილი.
დავესესხები ქალბატონ სოფიკო ლობჟანიძეს ,პორტფოლიო არის მასწავლებლის საქმიანობის და პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული საქმიანობის ანალიზის, შეფასებისა და პროფესიული წარმატების დამადასტურებელი დოკუმენტების ერთობლიობა დროის გარკვეულ მონაკვეთში". (სტატია ,,მასწავლებლის პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და ევალუაციის/შეფასების მნიშვნელოვანი იარაღი" )
* * * * *
ჩემი აზრით, მასწავლებლობა ერთი-ერთი საპასუხისმგებლო პროფესიაა. მასწავლებლები არა მხოლოდ ზრუნავენ ქვეყნის მომავალზე, არამედ თვითონ ქმნიან ამ მომავალს.
მოსწავლის წარმატება და წინსვლა მნიშვნელოვანწილად სწორედ მასწავლებლის პროფესიულ ოსტატობაზეა დამოკიდებული. დღევანდელ სწრაფ და ცვალებად სამყაროში პედაგოგებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისათვის, რომ მათი პროფესიული ცოდნა თანამედროვე და ახალი ინფორმაციით იყოს გამდიდრებული. მასწავლებელი არ უნდა ჩამორჩეს ახალი ეპოქის მოთხოვნებს, დაეუფლოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად გამოიყენოს ისინი სასწავლო პროცესში.